|
2018-05-15 16:07:13, 1544 ნახვა
საზოგადოება
26 მაისს თბილისს 7 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო ფაქტი და ასეთი რამ საქართველოში ნამდვილად არასდროს მომხდარა. „26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილოების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. ასეთი რამ საქართველოში ნამდვილად არასოდეს მომხდარა. ერთდროულად ასეთი ტიპის მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში არასოდეს ჩამოსულან. ამ კუთხით გამორჩეული იქნება 26 მაისი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს საქართველოში ფუძნდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი ეკონომიკური ფორუმის კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ბრენდი., რომელიც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ევროპელ ინვესტორებში საქართველოს პოპულარიზაციას. ,,ეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებული პროექტია და ამ ფორუმს ასევე, 26 მაისს, საზეიმო ვითარებაში გახსნიან საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები და საქართველოს პრემიერმინისტრი", - აღნიშნა აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)