13:39 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 17:11:19, 1443 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 19 მაისს თბილისი-ბათუმის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს

19 მაისს, შაბათს, იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისი 16:00 საათზე შესრულდება, ხოლო ბათუმიდან რეისი თბილისის მიმართულებით, კონცერტის დასრულების შემდეგ, 01:30 საათზე. 

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად Black See Arena-ზე კონცერტს 19 მაისს 20:30 საათზე გამართავს. ორკესტრს თავად კომპოზიტორი უდირიჟორებს. მორიკონეს კონცერტის ბილეთი 60-დან 300 ლარამდე ღირს. ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზე  ამ დროისთვისაც შესაძლებელია. 

ენიო მორიკონემ მუსიკალურად ისეთი ფილმები გააფორმა, როგორიცაა "ერთხელ ამერიკაში", "კარგი, ცუდი, ბოროტი", "დეკამერონი" და ა.შ.

ენიო მორიკონე საქართველოში 2018 წელს დაგეგმილი ტურის ფარგლებში ჩამოვა. მსოფლიო ტურნეს საკულტო კომპოზიტორი Black See Arena-ზე პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხსნის. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics