06:48 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 16:11:10, 1651 ნახვა

საზოგადოება
კახაბერ გვანცელაძე კომპანია „საი გლობალის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მენეჯმენტის ხარისხის სერტიფიკატის, ISO-9001-2015-ის მისაღებად ემზადება. უწყებისათვის მართვის ხარისხის შეფასებას და სერთიფიკატის მოპოვებას უზრუნველყოფს კომპანია „საი გლობალი“, რომელიც სააგენტომ ტენდერის გზით შეარჩია. კომპანიამ უკვე დაიწყო სააგენტოს სამუშაო პროცესების კვლევა, რის საფუძველზეც  რეკომენდაციები მომზადდება. 

პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და მისი მოადგილე, ირაკლი თურმანიძე კომპანია „საი გლობალის“ აღმასრულებელ დირექტორს, მერი ფეიქრიშვილს შეხვდა და ის ეტაპები განიხილეს, რომელთა გავლაც უწყებას სერტიფიკატის აღებამდე მოუწევს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანიის ექსპერტები, ასევე, მოამზადებენ ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიას, რომელიც განსახილველად გადაეცემა საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებს.

„საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად მუშაობის პროცესში მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ამაღლდება სააგენტოს მენეჯმენტის ხარისხი. იმდენად, რამდენადაც სააგენტო წარმოადგენს რესურსცენტრს ბაგა-ბაღებისა და აღსაზრდელთა მშობლებისათვის, გაუმჯობესებული მომსახურებით ისარგებლებენ ამ სერვისის მთავარი ბენეფიციარები, ჩვენი პატარები. სააგენტოს სერვისების ხარისხის ზრდა პირდაპირ კავშირშია თითოეული ბაგა-ბაღის სერვისების ხარისხის ზრდასთან“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ვარაუდით, უწყება სერტიფიკატს წელსვე მიიღებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics