|
2018-05-13 21:09:02, 1402 ნახვა
საზოგადოება
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის მორიგი საერთაშორისო აღიარება
იტალიის მეღვინეობით ცნობილ პიემონტეს რეგიონში გამართულ ღონისძიებაზე „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის" საპატიო სიგელი საქართველოს გადაეცა. საზეიმო ღონისძიება ისტორიული ციხესიმაგრე „Grinzane Cavoir"-ში ჩატარდა და მასზე მოწვეული იყვნენ იტალიის პიემონტეს რეგიონის ადმინისტრაციის, სამეცნიერო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მევენახეები და მეღვინეები. საქართველოდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებას" გენერალური დირექტორი გიორგი ეზურგბაია. შეხვედრაში მონაწილეობდა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს დიპლომები გადასცა ქალაქ ალბას მერმა ბატონმა მაურიციო მარელომ. დაჯილდოება გაიმართა ეგიდით - „იუნესკოს საგანძური". გასულ წლებში ანალოგიური ჯილდოები გადაეცა ტოკაის (უნგრეთი), მენდოზას (არგენტინა) და ბურგუნდიის (საფრანგეთი) მეღვინეობის სახელგანთქმულ რეგიონებს. ღონისძიების ორგანიზატორი იყო პიემონტეს მეღვინეთა საზოგადოება „Enoteca Regionale Piemontese Cavoir" და მისი პრეზიდენტი, სენატორი ტომაზო ძანოლეტი. საქართველოს მევენახეობის ლანშაფტები, მისი ღვინის და მევენახეობის ისტორიის ღირსშესანიშნავი ეტაპები, ქართული ვაზის გენოფონდი, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია და ზოგადად ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა - სტუმრებს დოქტორმა ჯოვანი ტეზიომ, პროფესორმა ოსვალდო ფაილამ (მილანის უნივერსიტეტი) და დოქტორმა დონატო ლანატიმ წარუდგინეს. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები, რომლებიც წარმოადგინა „მეღვინეობა ხარებამ" - ქვევრში ტრადიცული ტექნოლოგიით დაყენებული საფერავი, ოცხანური საფერე და მწვანე კახური. იტალიურმა სანერგე „რაუშედომ" წარმოადგინა ევროპული სტილის ექსპერიმენტული ღვინოები - რქაწითელი, მწვანე კახური, საფერავი და ალექსანდროული.
( NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)