|
2018-05-12 18:57:52, 1546 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართა
საქართველოს "ღვინის კლუბის" ორგანიზებით, რიგით მე-9 „ახალი ღვინის ფესტივალი" დღეს მთაწმინდის პარკში გაიმართა. ფესტივალში მონაწილე ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2017 წლის მოსავლის ღვინოები წარუდგინეს. ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, საზეიმოდ გაიხსნა ქვევრი, გათამაშდა ღვინის კასრები. წელს ქვევრში წარმოდგენილი იყო ღვინო გურიის რეგიონიდან - კობიძეების „ჩხავერი". ქვევრის გახსნის ცერემონიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა მიიღო მონაწილეობა. „ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც, როგორ გასულ წლებში, მხარდამჭერები ვართ „ახალი ღვინის ფესტივალის". ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს მცირე და საშუალო სეგმენტი. აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ წელს ფესტივალზე 70 ახალი ღვინის საწარმო არის წარმოდგენილი, ფესტივალს ესწრება უმრავი ტურისტი, უცხოელი და ქართველი ღვინის პროფესიონალი. დღევანდელი დღე ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას" - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ფესტივალს ღვინის პროფესიონალები და ღვინის თემით დაინტერესებული ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრნენ. ფესტივალზე სულ წარმოდგენილი იყო 81 ღვინის კომპანია და 131 მცირე საოჯახო მარანი. შესარჩევი დეგუსტაციებისთვის 236 საოჯახო მარნის 422 ღვინო შემოვიდა. ფესტივალზე, ტრადიციულად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 100 საოჯახო მარანი, მაგრამ აქტივობა იმდენად დიდი იყო მარნების მხრიდან, რომ ღვინის კლუბის გადაწყვეტილებით, საბოლოოდ 131 საოჯახო მარანი შეირჩა. ,,ახალი ღვინის ფესტივალში" მონაწილეებისა და სტუმრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს გაიმართა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობდა. ფესტივალზე საკუთარი სტენდი წარმოადგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, სადაც ცენტრის ჯიღაურას სადემონსტრაციო-კვლევით ბაზაზე გაშენებული ქართული იშვიათი და უნიკალური ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს „ღვინის კლუბი", მხარდამჭერები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)