|
2018-05-12 14:45:46, 1320 ნახვა
საზოგადოება
„რესპუბლიკელები“: ივანიშვილის დაბრუნება გამოიხატა მისი პირადი მინისტრის მიერ „მკაცრი ხელის“ პოლიტიკის გამოვლენით
სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოდანაშუალის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით ჩატარებული სპეცოპერაცია წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დაშინების, სახელისუფლებო ძალის დემონსტირების და პრობლემასთან ბრძოლის სრულიად არაადეკვატურ ფორმას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პარტიაში აცხადებენ, გამოცდილებამ აჩვენა, რომ სასტიკი და მკაცრი მეთოდებით ბრძოლა პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს. „ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯები ნარკოტიკების გავრცელებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, განსაკუთრებით უკანასკნეკლ პერიოდში მომხდარი ფაქტების ფონზე. თუმცა, რეალურად ჩვენ ვხედავთ არა პრობლემის გადაჭრის მცდელობას, არამედ ღამის კლუბებისგან ერთგვარი მტრის ხატის შექმნისა და მათი გარყვნილების ბუდედ წარმოჩენის მიზანმიმრათულ მცდლობებს. ეს იმ დროს, როდესაც სამართალდამცავების რეპრესიები ეხება ძირითადად მომხმარებლებს და გამსაღებელთა დაბალ რგოლს, ხოლო ნარკორეალიზატორები და მათი სავარაუდო მფარველები, კვლავ, ხელშეუხებელი არიან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია სასიცოცხლო საკითხია, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ სასტიკი და მკაცრი მეთოდებით ბრძოლა პრობლემას კი არ აგვარებს, პირიქით - აღრმავებს, რადგან მოქმედება გადადის ფარდის მიღმა, მიწიშქვეშეთში. ნარკოტიკებზე მოთხოვნა არ მცირდება და ხოლო ხელისუფლების მსგავსი მიდგომის გამო იზრდება ფატალური შედეგების რიცხვი. ცალსახად დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გამოიხატა მისი პირადი მინისტრის, გიორგი გახარიას, მიერ “მკაცრი ხელის” პოლიტიკის გამოვლენით. ხელისუფლების უსამართლო მეთოდები კი გარდაუვლად იწვევს საქართველოს საზოგადოების ადეკვატურ საპასუხო რეაქციას და სრულდება ხელისუფლების მარცხით. და ბოლოს, თბილისი არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მიმზიდველი ქალაქი თანამედროვე კლუბური ცხოვრებით, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. სპეცოპერაციის მეთოდებით ხელისუფლებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენ საერთაშორისო იმიჯს. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ფუნქციაა იზრუნოს თითოეულ ადამიანზე, მათ შორის მომხმარებელზე! ამ მიზნით მან სადამსჯელო ღონისძიებების სახით სპეცოპერაციების ჩატარების ნაცვლად, უნდა შეიმუშაოს ჰუმანური, მწყობრი ნარკოპოლიტიკა, რომლის მიზანი იქნება პრობლემის რეგულირება, ნარკორეალიზატორების და მათი მფარველების დაკავება“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)