|
2018-05-11 10:58:45, 1577 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელი ღვინის პრფესიონალების ჯგუფი საქართველოში იმყოფება
ამერიკელი ღვინის პროფესიონალების 9-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფება. ჯგუფს ხელმძღვანელობს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,TastingWorks''-ის დამფუძნებელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი და მის შემადგენლობაში შედიან სომელიეები და ღვინის იმპორტიორები. ვიზიტი თბილისში დეგუსტაციით („Speed tasting") დაიწყო, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელ 30-მდე კომპანიას შესაძლებლობა მიეცა წარედგინა საკუთარი პროდუქცია და კონსულტაციები მიეღოთ სტუმრებისგან, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ღვინის ამერიკის ბაზარზე რეალიზაცია და დამკვიდრება. ლიზა გრანიკის თქმით, დეგუსტაციის შედეგად, ამერიკელ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქართული ღვინის ხარისხმა და მრავალფეროვნებამ მოახდინა. „აქ ქართული ღვინის დიდი მრავალფეროვნება იყო წარმოდგენილი, სხვადასხვა მოსავლის, სტილისა და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიის ღვინოები. ხარისხი კი ყოველწლიურად სულ უფრო უმჯობესდება. ზოგიერთ სტუმარს ჰქონდა მცირე წარმოდგენა ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, ისინი აღფრთოვანებულნი არიან ქართული ღვინის სტილის მრავალფეროვნებით" - აღნიშნა ლიზა გრანიკმა. ტურის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან სულ 15 ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიას ქართლსა და კახეთში: „შატო მუხრანი", „ალაფიანი", „ლაგვინარი", „ბატონო", „ფაფარი ველი", „ორგო", „ჩუბინი ვაინსი", „ბაბანეურის მარანი", „საწნახელი", „მეღვინეობა ვაზიანი", „გიუაანი", „ნელქარისი", „თბილღვინო", „ვინე პონტო" და „მოსმიერი". ღვინის პროფესიონალები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ, როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოებს. ტურის ბოლოს, სტუმრები 12 მაისს მთაწმინდის პარკში დაესწრებიან ახალი ღვინის ფესტივალს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული მსგავსი აქტიობები, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და ექსპორტის ზრდას აშშ-ს ბაზარზე.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)