04:59 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 10:02:43, 1443 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. 
კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  ხანძარი ლიკვიდირებულია. სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის შედეგად დაიწვა 60-70 კვ.მ ფართობი. სალიკვიდაციო სამუშაოებში 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ჩართული. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics