|
2018-05-10 13:58:10, 806 ნახვა
რეგიონი
მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტერასული ვენახები მოინახულეს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაჭკარში იმყოფებოდნენ, სოფელს 2016 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჭაჭკარიდან ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება ხდებოდა - კლდეში ნაკვეთ საწნახელებში კი დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ჭაჭკარში მესხური ჯიშის ვენახის აღდგენა დაიწყება. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში აღდგენილ ტერასებზე ახლად გაშენებული ვენახები მოინახულეს. ვენახები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე დაცული ჯიშებით „თიბისი“ ჯგუფმა აღადგინა. ტერასებზე გაშენებული ვენახი რეგიონისთვის დამახასიათებელ მიკროგარემოს ქმნის. სოფელ ზიკილიაში, მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა ყურძნის ჯიშების კოლექციონერის, ემზარ გაჩეჩილაძის მიერ ახლად გაშენებული ვენახები დაათვალიერეს, სადაც სანერგე მეურნეობაც არის მოწყობილი, რაც იშვიათი მესხური ჯიშების გავრცელების საშუალებას იძლევა. ემზარ გაჩეჩილაძე გაშენებული მესხური ჯიშის ყურძნისგან - მესხური მწვანე, სამარიებო, ასპინძური შავი და საფარულა ღვინოს ამზადებს და ადგილობრივ ბაზარზე უკეთებს რეალიზებას. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებზე, რომელიც არსებული შესაძლებლობების ბოლომდე ათვისებასა და ისტორიული ადგილების გაცოცხლებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, მსგავსი აქტივობა აუცილებელია ვიზიტორების დაინტერესების, ადგილობრივების დასაქმებისა და რეგიონების ეკონომიკური წინსვლისთვის.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)