|
2018-05-08 13:19:50, 1547 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე კომპანია „ფრეგობასის“ ელექტროავტობუსის პრეზენტაციას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ფრეგობასის“ ელექტროავტობუსის პრეზენტაციას დაესწრო და ახალი ავტობუსით იმგზავრა. ავტობუსი სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს. ტესტირების პროცესის მიზანი ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდაა. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, თანამედროვე მსოფლიო ელექტროტრანსპორტზე გადადის და ამ მიმართულებით, გამონაკლისი არც თბილისი იქნება. „დღეს ერთი ელექტროავტობუსი შემოვიყვანეთ და გვინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ხაზებზე დავტესტოთ. განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან ელექტროავტობუსებზე გადასვლას აპირებენ. ზოგადად, ეს მიმართულება თანამედროვე მსოფლიოში თანდათან იხვეწება, უფრო საინტერესო ხდება და გამონაკლისი ჩვენც არ ვიქნებით. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც ეს მიმართულება უფრო განვითარდება, ელექტროავტობუსებს აუცილებლად შემოვიყვანთ. ასევე, ვმუშაობთ ავტობუსების აწყობა-წარმოებაზე, ავტობუსების ქარხნის მშენებლობაზე საქართველოში. წინასაარჩევნოდ მქონდა ამაზე საუბარი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ელექტროავტობუსის პრეზენტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზაზე გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად, გერმანული კომპანია EURABUS-ის გენერალური დირექტორი კრისტიან საიცი, სატრანსპორტო კომპანიისა და „ფრეგობასის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ფრეგობასი“ გერმანულ კომპანიასთან - EURABUS და ჩინურ კორპორაციასთან - ZTE Corporation ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხნის გახსნას გეგმავს. ელექტროავტობუსის კონსტრუქცია ინოვაციური მეთოდითა და ალუმინის მცირე დეტალებითაა აწყობილი, რომელსაც შედუღება არ სჭირდება. ავტობუსი დაყოფილია სექციებად და მისი სიგრძე 8, 10 ან 12 მეტრია. ელექტროავტობუსი ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა, რაც გარემოს დაბინძურების მაჩვენებლების მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს. კომპანია ქარხნის ამუშავების შემდეგ, 300-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)