|
2018-05-08 10:48:08, 1596 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის წოდება მიულოცა
დედაქალაქის მერი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელზეც ქართველი სპორტსმენი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. კახა კალაძემ ძალოსანს ჯილდო პირადად მიულოცა, ხოლო ღონისძიების დამსწრე სპორტსმენებს თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა. „მინდა მივულოცო ჩემს მეგობარ ლაშას ეს მნიშვნელოვანი ჯილდო და წარმატება ვუსურვო. მინდა რომ ყოველთვის აღვნიშნავდეთ მის წარმატებას და გამარჯვებას, რადგან ეს ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ნამდვილად მეამაყება ლაშა, ის საამაყო ქართველია. აქ ბევრი ჩემი მეგობარი სპორტსმენი იმყოფება ახლა, ამიტომ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგახსენოთ, რომ ჩვენ ახლო მომავალში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიას, რათა ჩვენს ახალგაზრდებს ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი. მაქვს იმედი, რომ თქვენც ჩაერთვებით და გადავარჩენთ ჩვენს მომავალ თაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცერემონიაზე, ასევე, დაჯილდოვდა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც წლის საუკეთესო ძალოსანი ქალის ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონიის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) მიიღო. მსგავსი ტიპის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. ასევე, პირველი შემთხვევაა, როცა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)