|
2018-05-07 13:15:26, 732 ნახვა
რეგიონი
ზაფხულში ბათუმს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო "გრანდ გლორია"-ს ტექსნიკურ დათვალიერებას დაესწრო. ბათუმის ბულვარში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ივნისში გაიხსნება. დასრულების ეტპაზე მყოფისასტუმროს შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შპს ,,გლორიას" გენერალურმა მენეჯერმა მიაწოდა.ტექნიკურ დათვალიერებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკისგენ. კონსული პარვიზ ისმაილზადა ესწრებოდნენ. „ზაფხულის სეზონისთვის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება 170-მდე სასტუმრო ნორმით.სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს ოთხივე სეზონის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე,დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა. აღნიშნულ ობიექტს ჰყონდა შეფერხებები, ჩვენიმხრიდან ინვესტორებთან იყო სწორი კომუნიკაცია, მოხდა მაქსიმალური ხელშეწყობა და ვალდებულებების გადავადება,რამაც შედეგი გამოიღო და დღეს უკვე გვაქვს დასრულებული და წარმატებული პროექტი" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. "გრანდ გლორია"ს სასტუმრო მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, რესტორანს, სპაცენტრს. პროექტის ინვესტიცია 31 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროს მშენებლობის დროს 200 ადამიანი იყოდასაქმებული. ამჟამად სასტუმროში 100 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე და მომდევნო წლებში, მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთანგაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, 27-მდე განთავსების ობიექტი შეემატება, რაც დამატებით დაახლოებით5800-მდე საწოლ ადგილს შექმნის რეგიონში.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)