|
2018-05-07 12:00:32, 1665 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: ყველა ჩვენი რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს - ესაა საქართველოში სიღარიბის დამარცხება
ყველა ჩვენი რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს - ესაა საქართველოში სიღარიბის დამარცხება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ჭარბვალიანობა საქართველოში დღეს პრობლემას წარმოადგენს და მის გადასაჭრელად გადაიდგა პრინციპული ნაბიჯები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. „აღნიშნული პრობლემის დაგროვება ხდებოდა წლების განმავლობაში. დღეს მივიღეთ მასშტაბი, რომელიც საჭიროებს პრინციპულ და მასშტაბურ გადაწყვეტას. მესმის, რომ შეიძლება ბევრ მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს შინაგანი განცდა, რომ აღნიშნული რეფორმა, შესაძლოა, შეჩერდეს, ან ბოლომდე ვერ მივიდეს, მაგრამ მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ იმ რეფორმას, რაც დავიწეთ და ამას გავაკეთებთ ეფექტური თამაშის წესების დადგენით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის გამო, მოსახლეობას უწევს თავისი განკარგვადი შემოსავლების დიდი ნაწილის გადახდა კრედიტების მომსახურებაში. „ისეთი ტიპის კრედიტების აღება, რომელიც ეკონომიკურად მიზანშეუწონელია, იწვევს მეწარმეობის პოტენციალის შემცირებას ქვეყანაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, ესაა ცალკე რეფორმა, ამას სჭირდება ცალკე სამართლებრივი პაკეტის და საგადასახადო ინიციატივების მომზადება. ჭარბვალიანობა არის სხვა პრობლემა, რომლის მოსაგვარებლად გამოყენებული იქნება სხვა სამართლებრივი მექანიზმები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს - საქართველოში სიღარიბის დამარცხებას. შესაბამისად, ეს რეფორმები ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, როდესაც ვსაუბრობთ ჭარბვალიანობაზე, ეს ამცირებს მეწარმეობის პოტენციალს საქართველოში, იმიტომ რომ რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი მოქალაქ დღეს არის ე.წ. შავ სიაში და მათ შეზღუდული აქვთ წვდომა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე. ჩვენ ისედაც გვაქვს ძალიან მცირე ბაზარი ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე და ამას ემატება ის, რომ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს არ აქვს წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რათა ბიზნესი განავითაროს და შეინახოს თავიანთი ოჯახები. ესაა სწორედ ერთ-ერთი მნიშნელოვანი წყარო იმ სიღარიბისა, რომელსაც ვებრძვით და ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ იმ რეფორმას, რაც უკავშირდება საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის პრინციპულ გადაჭრას და ახალი, სამართლიანი წესების დადგენას, ამაში უკან დავიხევთ პირიქით, ამას გავაკეთებთ ძალიან პრინციპულად. უახლოეს დღეებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ შეიტყობთ, რომელიც უკავშირდება საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)