|
2018-05-06 10:47:04, 1710 ნახვა
საზოგადოება
ძიუდოს ფედერაცია ქევხიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მომხდარ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მწვრთნელების, მსაჯების და კლუბების წარმომადგენლების განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია იმ ცვლილებების შესახებ, რაც ქართულ ძიუდოში დავით ქევხიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელდა: „ 1. დაცულია პირადი მწვრთნელის შრომა – ადრე თუ ხდებოდა სპორტსმენების მითვისება დღეს ეს პრობლემა საერთოდ მოხსნილია. 2. შეიქმნა უნიკალური საკლუბო სისტემა – 600 000 ათასი საპრიზო ფონდით, რომელიც ერთდროულად არის როგორც ჩვენი აღსაზრდელების საშეჯიბრო პრაქტიკა, ასევე ჩვენი და მათი შემოსავლის წყარო. 3. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა 30-მდე ახალი დარბაზი, რამაც 1500-მდე ახალი ძიუდოისტი შემატა ჩვენს რიგებს. 4. ძიუდო ბაღებში – ე.წ. “ძიუდო კიდსი”, რომელიც არის უნიკალური პროექტი და რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია თელავის, მარნეულისა და ყვარლის ბაგა-ბაღებში. 5. ყველაზე მთავარი – ჩვენ გვაქვს საკუთარი ჭერი – ეს მთელი კომპლექსი, რომლისთვისაც დიდი მადლობა ქვეყნის მთავრობას, მაგრამ რომ არა ფედერაციის პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია ეს ასე არ მოხდებოდა. 6. განსაკუთრებით გვინდა ხაზი გავუსვათ კიდევ ერთ უნიკალურ პროექტს – “ოლიმპიური გამოწვევა - ტოკიო 2020”, რომელშიც იქნა გაერთიანებული ჭაბუკი და ახალგაზრდა ძიუდოისტები, ისინი თანამედროვე მეთოდებით მიზანმიმართულად ემზადებიან და ამავე დროს არ არიან მოკლებული საგანმანათლებლო პროცესს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, ყველა ნაკრები გუნდის წევრის სწავლის გადასახადს პრეზიდენტის ინიციატივით იხდის სწორედ ფედერაცია. 7. წელს დაიწყო ახალი პროექტი – ქამრების სისტემაზე გადასვლა, რაც რადიკალურად შეცვლის ძიუდოს ხედვას და ხელს შეუწყობას მის განვითარებას. 8. სწორედ ფედერაციის პრეზიდენტის მონდომებით საქართველო პირველი შეუერთდა საერთაშორისო ძიუდოს აკადემიას – უკვე 150-ზე მეტ მწვრთნელს მიეცა საშუალება თანამედროვე განათლების მიღების, დღეს უკვე გადადგმულია პირველი ნაბიჯი ძიუდოს ინსტიტუტის დასაფუძნებლად“, - ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის ინფორმაციით, ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით, 7 მაისს აქციის გამართვას გეგმავენ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)