00:49 - 05 Oct, 2026
|
2018-05-04 17:15:49, 1758 ნახვა
საზოგადოება
ხვალ, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება
ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული: „ევროპის დღესთან დაკავშირებით, რიყის პარკში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებიდან გამომდინარე, 5 მაისის 10 საათიდან დღის ბოლომდე ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება და ტრანსპორტი მეტეხის ხიდზე გადასვლის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე და ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით მოხვდებიან ჯერ ბარათაშვილის ხიდზე, ხოლო შემდეგ - ბარათაშვილის ქუჩაზე“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)