|
2018-05-04 16:51:13, 1391 ნახვა
საზოგადოება
შვეიცარია საქართველოში აგრარული დარგის მხარდაჭერას აგრძელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს (SDC) მანუელ ზაგერს, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლუკას ბერლინგერს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულ ხელმძღვანელს ოლივიე ბურკს და სააგენტოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე და ხაზი გაუსვა შვეიცარიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების, ასევე, დარგის განვითარებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს. ნოდარ კერესელიძემ მანუელ ზაგერს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოსთვის აგრარული დარგის პრიორიტეტულობის საკითხი. კერესელიძემ ასევე ისაუბრა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ შვეიცარიასთან თანამშრომლობის ყველა მიმართულება სრულ თანხვედრაშია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიასთან. „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება და სწავლება არის ნებისმიერი დარგის განვითარების წინაპირობა, რასაც აგრარულ სფეროში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიულ გეგმას. ნოდარ კერესელიძემ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს მავნებელთან ბრძოლის 2018 წლის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო. „მრავალი წელია შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ჩვენ ვაფასებთ დარგის განვითარების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებს. შედეგები ნამდვილად თვალსაჩინოა და გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას“,- განაცხადა მანუელ ზაგერმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე დემნა ხელაია ესწრებოდა.
(NS)
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)