|
2018-05-04 11:05:53, 1494 ნახვა
ეკონომიკა
ბოლო 4 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 36%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43% შეადგინა. ექსპორტის მატება დაფიქსირდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: იაპონია - 139% (73122), ჩეხეთი - 90%(21288), დიდი ბრიტანეთი - 89% (40740), ყაზახეთი - 84% (1108938), ნიდერლანდები - 83% (29793), სამხრეთ კორეა 76% (31380), ბელარუსი - 75% (321258), გერმანია - 66% (241540), ლიტვა - 51% (172020), რუსეთი - 47% (16246021), ლატვია - 32% (526380), უკრაინა - 27% (2389280), პოლონეთი - 24% (1012774), ესტონეთი - 19% (1858926), აშშ - 4% (105568) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (16246021), უკრაინა (2389280), ჩინეთი (1802792), ყაზახეთი (1108938) და პოლონეთი (1012774). საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 147-მა კომპანიამ განახორციელა. სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 96,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)