|
2018-05-03 13:14:27, 1376 ნახვა
საზოგადოება
112-ის ხელმძღვანელებმა ევროპის საგანგებო ნომრის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი ნიკა გელაშვილი, მოადგილესთან - მაია გიორგაძესთან ერთად, ევროპის საგანგებო ნომრის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გაიმართა. კონფერენციაზე საქართველო მიწვეული იყო, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა. „112“-ის დირექტორის მოადგილემ, მაია გიორგაძემ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პროექტი - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სამედიცინო ბრიგადების დისპეტჩერიზაციის ოპტიმიზაცია“. პროექტის ფარგლებში, შემუშავდება პროგრამა, რომელიც შემოსული ზარის საფუძველზე მოახდენს ინციდენტის რისკისა და სიმძიმის შეფასებას, დაადგენს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას, გამოთვლის სამედიცინო ბრიგადის შემთხვევის ადგილზე დაყოვნების სავარაუდო დროს, განახორციელებს სწრაფ და ეფექტურ დისპეტჩერიზაციას. პროგრამის დანერგვის შედეგად შემცირდება სამედიცინო ბრიგადების ლოდინის დრო და გაიზრდება მათი მუშაობის ხარისხი. კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სხვადასხვა ქვეყანაში, გადაუდებელი დახმარების სფეროში არსებული გამოწვევების მიმოხილვას და რეკომენდაციების გაზიარებას. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია“ (EENA-European Emergency Number Association) 1999 წელს, ქალაქ ბრიუსელში შეიქმნა. ასოციაციის მიზანია გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის დანერგვა ევროპის მასშტაბით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა. საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერს გახდა.
(NS)
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)