|
2018-05-03 11:11:14, 1546 ნახვა
საზოგადოება
საქართველო 2021 წელს კულტურული მარშუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2021 წელს კულტურული მარშუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს. კვირიკაშვილის განცხადებით, ფორუმს ევროსაბჭოს 32 წევრი ქვეყანა დაესწრება. „აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს კულტურული მარშუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს. 32 წევრი ქვეყანა დაესწრება ფორუმს, ეს იქნება 300-მდე მოწვეული სტუმარი. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის, მისი მემკვიდრეობის გაცნობისა და ფორუმში მონაწილე ქვეყნებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ეს ფორუმი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იბიეის ბიურო გეგმავს ახალი ინიციატივის, ქვეყნებში კულტურული მარშუტების რუკების შემუშავებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 2018 წელს უკვე საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდება კულტურული მარშუტების შესახებ კვლევა და რუკის შემუშავება- მეფინგი. ეს არის კულტურული მიმართულებით საქართცველოს ნამდვილი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, როდესაც საქართველოს კულტურული მნემკვიდრეობიები სრულად იქნება დატანილი ევროპის კულტურულ რუკაზე. დარწმუნებული ვარ ევროპის მხრიდან იქნება აბსოლუტური აღიარება, რომ საქართველო თავისი კულტურით ჭეშმარიტად ევროპის ნაწილია”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)