|
2018-05-02 17:00:26, 1674 ნახვა
საზოგადოება
მუხიანში მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი გაეცნო
ავჭალა 1-ში (მუხიანის სამხედრო დასახლება) ოთხ მისამართზე გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში, გობრონიძის ჩიხში, გაბაშვილის მეხუთე გასასვლელში, ვ.ვარაზაშვილის და ლურჯქედის ქუჩებზე გზა კაპიტალურად მოწესრიგდება. ამასთან, მუხიანში კორპუსების მიმდებარედ ქუჩებთან დამაკავშირებელი კიბეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მესამე მიკრორაიონის N18 კორპუსის, ასევე, მეორე მიკრორაიონის N5, N8, N11 კორპუსების ტერიტორიაზე ხორციელდება. გარდა ამისა, ამავე კორპუსებთან დაახლოებით 1200 კვადრატულ მეტრზე ფეხით სავალი ბილიკები მოეწყობა. ამასთანავე, N11 კორპუსთან მისასვლელი პანდუსით იქნება უზრუნველყოფილი.
(NS)
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)