21:35 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 12:34:40, 1504 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი რიგის სამიტზე: ახალი სამიტი, მაგრამ ძველი სიმღერა

"ახალი სამიტი, მაგრამ ძველი სიმღერა," – ასე აფასებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის შედეგებს ოფიციალური მოსკოვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სამიტის საბოლოო დეკლარაციაში დადასტურებულია ის დებულებები, რომელიც ვილნიუსის სამიტზე იყო მიღებული. 
"აღმოსავლეთ პარტნიორობა ზეიდეოლოგიზირებულ გეოპოლოტიკურ პროექტად რჩება, რომლის რეალიზებაზეც ნეგატიურ გავლენას ევროკავშირის წევრი ანტირუსული განწყობის მქონე ქვეყნები ახდენენ", – ნათქვამია განცხადებაში.
სერგეი ლავროვის უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა საკუთარი არაადეკვატური პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით. მოსკოვში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უნდა ისწავლოს ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემა.
ოფიციალური მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ სამიტის მონაწილეებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტისადმი არაერთგვაროვან პოზიციაში რუსეთი დაადანაშაულეს და ამაში ახალი არაფერია.
მოსკოვი აგრეთვე, მზადყოფნას გამოთქვამს ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics