|
2015-05-23 11:54:37, 533 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადდებიან
სასჯელაღსრულების N16 დაბალი რისკის დაწესებულების 14 თანამშრომელი ვისკონსინის შტატში ორკვირიან სწავლებას გაივლის. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები სასწავლო კურსის პარალელურად სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებას მოინახულებენ და პენიტენციური მიმართულებით ვისკონსინის შტატის გამოცდილებასაც გაიზიარებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შეფასების, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებს. აღნიშნული სწავლების დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების N16 დაწესებულება გაიხსნება, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტდება. სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლებს წარმატება უსურვა. „მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც აქტიურად გვეხმარება პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში. მათი მხარდაჭერით სულ რამდენიმე თვის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა კოლორადოს შტატში ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო სწავლებები გაიარეს. ამჯერად ჩვენი უცხოელი კოლეგების გამოცდილებასა და ცოდნას სასჯელაღსრულების N16 დაბალი რისკის დაწესებულების პერსონალი გაიზიარებს. როგორც იცით, ესაა დაწესებულება, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს .თუმცა, მე კარგად მესმის, რომ მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვერ განაპირობებს მსჯავრდებულთა წარმატებულ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომელთა კვალიფიკაცია, განათლება და შემართება. მოცემული დაწესებულება თანამშრომელთა გადამზადებისთანავე გაიხსნება. ასე რომ, წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თანამშრომლებს და იმედი მაქვს, ისინი მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას, რომელსაც შემდეგ აქტიურად გამოიყენებენ საკუთარ საქმიანობაში“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. აღნიშნული ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის 2014 წლის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანახმადაც, აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2-წლიან პროექტს ახორციელებს. პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში თანამედროვე სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება. აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 1 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც კონგრესმა გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)