|
2018-04-28 11:13:00, 2557 ნახვა
ეკონომიკა
სტოკჰოლმში ქართული ღვინო, ჭაჭა და ბრენდი წარადგინეს
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართულ საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „GastroNord 2018" ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილობდა, რომელთაც გამოფენაზე სხვადასხვა სახეობის ღვინო, ასევე ჭაჭა და ბრენდი წარადგინეს. ქართული ღვინო აღნიშნულ გამოფენაში პირველად იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე დაესწრო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში „GastroNord 2018" მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი შემდეგი კომპანიები: „შატო ქუმსიაშვილი", „ქაპ ჯორჯია/ბრუალე", „მეღვინეობა ვაზიანი", „საწნახელი", „ვარციხის მარანი", „ბესინი", KTW, „ჩიგოგიძის ღვინოები" და „წინანდლის მამული". „GastroNord" პირველად 1985 წელს მოეწყო და 2 წელიწადში ერთხელ იმართება. თავისი არსებობის მანძილზე გამოფენა ითვლება ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად საქმიანი შეხვედრებისა და კომერციული პარტნიორების მოძიების კუთხით. „GastroNord 2018"-ზე სულ 500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)