|
2018-04-27 12:30:13, 1652 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (ENNHRI) მიერ, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებზე ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა, სადაც ხაზი გაუსვა დევნილთა სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ასევე, ღონისძიების მონაწილეებს, დევნილთა მიმართ არსებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გრიგოლ გიორგაძემ, მოხსენებაში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს საქმიანობაში სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა. ასევე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ, დევნილთა საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებების საკითხებში. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხში. სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომლობის გაძლიერება.
(NS)
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)