|
2018-04-26 20:04:05, 1796 ნახვა
საზოგადოება
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მომხმარებლებისთვის ინტერნეტის ხარისხის გაზომვის მექანიზმს აამუშავებს
„ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არის უმძიმესი მდგომარეობა, მომხმარებელს მიეწოდება დაბალი ხარისხის ინტერნეტი და ფასები არ არის ადეკვატური",- ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი ამუშავდება, არცერთი მომხმარებელი აღარ იქნება უკმაყოფილო და სწორედ ეს არის კომისიის მიზანი და ამოცანა. „კომისია უკვე 10 თვეა მნიშვნელოვან პროცესს ახორციელებს. პროექტი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ ინტერნეტ ხარისხის კონტროლის მექანიზმს ქმნის, ამ პროექტის მეშვეობით, მომხმარებელი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს ინტერნეტის ხარისხს. კერძოდ, მას ექნება ინსტრუმენტი, რომლითაც რეგულარულად გაზომავს და შეადარებს რამდენად აკმაყოფილებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს. აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რომლითაც ინტერნეტის ხარისხს გაზომავენ კომისიის ვებ-გვერდიდან იქნება შესაძლებელი და მომხმარებელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლს თავად",- განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა. მნიშვნელოვანია, რომ სისტემის დანერგვის შემდეგ, კომისია 24 საათიან რეჟიმში დააკვირდება პროცესს და მომხმარებლების ინტერესები სრულად იქნება დაცული. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სისტემის ამუშავების შედეგად მომხმარებელს აღარ დაჭირდება კომისიისთვის საჩივრით მიმართვა, თუმცა სურვილის შემთხვევაში, ამის უფლება აქვთ. „კომისია მომხმარებლის მომართვის გარეშეც დააკვირდება პროცესს და სადაც აღმოაჩენს, რომ პროვაიდერი უხარისხო ინტერნეტს აწვდის აბონენტს, დაიწყებს ოპერატორის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას, მათ შორის ფინანსურ სანქციებსაც გამოიყენებს. ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმის ამუშავების შემდეგ, ისე დავალაგებთ ბაზარს, რომ პრაქტიკულად აღარ იქნება უკმაყოფილო მომხმარებელი",- განცხადა კახა ბექაურმა. ის ფაქტი, რომ ინტერნეტის ხარისხი პრობლემაა ერთის მხრივ უკმაყოფილო აბონენტების რაოდენობით და მერეს მხრივ, იმ ხელშეკრულებებით დასტურდება, რომელიც პროვაიდერებსა და აბონენტებს შორის არის დადებული. „არა ერთხელ მითქვამს, რომ ჩემი დღის წესრიგის მთავარი საკითხია, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და სწორად შევცვალოთ სიტუაცია იმისთვის, რომ გავაჯანსაღოთ მდგომარეობა და ფასები და ხარისხი იყოს ადეკვატური",- განაცხადა კახა ბექაურმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)