|
2018-04-26 12:21:02, 1621 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა გუდაურში დაშავებულთა სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართული პირები დააჯილდოვა
გუდაურის ინციდენტის შედეგად დაშავებულთა სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართული პირები ჯანდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა. დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების, რეგიონული ჯანდაცვის, ღუდუშაურის საავადმყოფოსა და სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯია“-ს 26 თანამშრომელს სიგელები პირადად გადასცა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ყოველ მათგანს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. გუდაურის სათხილამურო ტრასაზე ინციდენტი 16 აპრილს მოხდა. საძელეს მონაკვეთზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეები დაშავდნენ. მათ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ნაწილს სამედიცინო მომსახურება რეგიონული ჯანდაცვის გუდაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღმოუჩინეს, ხოლო დანარჩენები სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში „აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრსა“ და „მედიქლაბჯორჯია“-ში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებასა და პაციენტების ჰოსპიტალიზაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფდა.
(NS)
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)