|
2018-04-25 21:35:39, 1898 ნახვა
საზოგადოება
საყდრისის კომიტეტი ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავს
საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავს. როგორც საყდრისის კომიტეტს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეატყობინეს, კომპანია „არემჯი გოლდი“ 30 აპრილს გეგმავს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში "ბნელი ხევის" ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას და უახლოესს ხანში ღია კარიერული წესით ოქროს ამოღების დაწყებას. „ სავარაუდოდ სწორედ ამ მიზნისთვის გადაკეტა კომპანიამ სამი დღის წინ "ბნელი ხევის" შესასვლელები და 24 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართა წერილით სადაც ღია კარიერული სამუშაოების დაწყების წინ კონსულტაციები მოითხოვა“, - აცხადებენ საყდრისის კომიტეტში. კომიტეტის წევრების განმარტებით, კომპანია რომელმაც მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო- საყდრისის კულტურული მემკვიდროების ძეგლი ააფეთქა ხოლო, დმანისისა და ბოლნისის რაიონებში ეკოციდი მოაწყო, ამჯერად საფრთხეს ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს, ხულუტის ციხეს და "ბნელი ხევის" უნიკალურ ტყის მასივებს შეუქმნის. საგანგებო ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი „ბნელი ხევის“ დაცვის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს. ბრიფინგი “პრაიმ ტაიმის“ პრეს-კლუბში 11:30 საათზე გაიმართება.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)