|
2018-04-25 13:33:22, 1578 ნახვა
საზოგადოება
მამა ალექსანდრე გალდავა: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვწამს მუჰამედის, მაგრამ არ გვაქვს უფლება მას შეურაცხყოფა მივაყენოთ
მამა ალექსანდრე გალდავას განცხადებით, უამრავ ევროპულ ქვეყანაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია. როგორც გალდავამ აღნიშნა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სადავო საკითხი არ არის. "ჩვენ თუ ევროპისკენ მივდივართ და ევროპული გზა გვაქვს არჩეული ჩვენ შეგვიძლია, მაგალითად ავიღოთ უამრავი ევროპული ქვეყანა, სადაც არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის საქმეში გადადის სწორედ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. არის უამრავი ქვეყანა ამის მაგალითი, ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ეს გზა ვიყოთ ევროპელები და თუ არ გვინდა მაშინ ვთქვათ, რომ შეგვიძლია ყველაფრის კეთება. ბატონი ემზარ კვიციანის ინიციატივა ჩვენთვის უცნობი იყო, ტექსტსაც არ იცნობს საპატრიარქო, ამიტომ ამაზე რეაგირების ან მხარდაჭერის საკითხი არ დგას. ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ და აზრის გამოხატვა რა თქმა უნდა ყველას შეუძლია, მაგრამ არა შეურაცხყოფა. ყველას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვწამს მუჰამედის და არ ვთვლით მას წინასწარმეტყველად, მაგრამ მას და მუსულმანებს მივაყენოთ შეურაცხყოფა ამის უფლება არ გვაქვს", - განაცხადა მამა ალექსანდრე გალდავამ. ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანია. იმ მოტივით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დასახვეწია, კომიტეტმა კანონპროექტი დღეს კენჭისყრიდან მოხსნა. კვიციანის ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 155-ე პრიმა მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე, ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთ წლამდე. ასევე, კანონპროექტის მიხედვით რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)