|
2018-04-24 19:04:18, 792 ნახვა
რეგიონი
უკრაინელმა ექსპერტებმა შესაძლოა, მინდელის შახტის დათვალიერება ვერ შეძლონ
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, უკრაინელი ექსპერტები, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებას სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ. როგორც დოლაბერიძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შახტა დაკეტილია. მისივე განმარტებით, არსებობს საშიშროება, რომ იქ გაზი დაგროვდა. "შესაბამისად შემთხვევის ადგილზე თუ ვერ მივლენ, შახტაში ჩასვლას აზრი არ აქვს. შეიძლება ჩავიდნენ, მაგრამ ალბათ მაინც ის, რასაც დაეყრდნობიან იქნება დოკუმენტები და დაშავებულებთან გასაუბრება. ახლა მიმდინარეობს შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციასთან. შრომის დაცვის ტექნიკური ინსპექტორები უსვამენ კითხვებს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ეცნობიან დოკუმენტაციას, ეცნობიან იმ დღის ნახშირის მოპოვების გეგმას და მიმდინარეობას, ჰაერში მეთანის შემცველობასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტის შესწავლა. დღეს და ხვალ ისინი იმუშავებენ დოკუმენტებზე, ასევე სავარაუდოდ მოინდომებენ დაშავებულებთან და დასაქმებულებთან გასაუბრებას", - განაცხადა დოლაბერიძემ. მისივე ინფორმაციით, ექსპერტები უკრაინაში 26 აპრილს დაბრუნდებიან, რის შემდეგადაც საბოლოო დასკვნის მომზადება დაიწყებენ მუშაობას. დოლაბერიძის თქმით, დასკვნის მოსამზადებლად მათ რამდენიმე დღე დასჭირდებათ. შეგახსენებთ, 5 აპრილს ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსეთის საგადასახადო სამსახურმა თამარა გვერდწითელის კომპანიის ანგარიშები დაბლოკა
თურქეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვები შეაჩერა შავ ზღვაში უკრაინის მიერ გემებზე თავდასხმის შემდეგ
ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2.7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)