14:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 19:00:48, 1770 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში პოლონურ-ქართული ისტორიკოსთა კომისიის მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა პოლონურ-ქართული ისტორიკოსთა კომისიის მეორე საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა „ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი".

ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა გახსნეს.

ამიერკავკასიის საუკუნისწინანდელი ისტორიის შესახებ კონფერენციაზე მოხსენებებით  გამოვიდნენ ქართველი და პოლონელი ისტორიკოსები: დავით ყოლბაია, ვლოდიმირ სულეია, ვოიცეხ მატერსკი,  ოთარ ჯანელიძე, ჰენრიკ პაპროკი, დიმიტრი სილაქაძე, გიორგი მამულია, მიხეილ ბახტაძე, ბექა კობახიძე და სხვები.

ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს - სეიმისა და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი გავიდა.

გამოფენა და კონფერენცია ნაწილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი 2018 წელს ატარებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ამიერკავკასიის სეიმისა და ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ არქივში დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ფოტოები.

გამოფენის გახსნის პარალელურად გაიმართა ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალის -,,პრო გეორგიას" ახალი ნომრის პრეზენტაცია.

გამოფენა „ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი" 3 მაისამდე გაგრძელდება.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics