|
2018-04-24 16:16:07, 2145 ნახვა
ეკონომიკა
აგროდაზღვევა უკვე თიბისი დაზღვევაში
თიბისი დაზღვევა უერთდება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას და ფერმერებს მარცვლოვანი, პარკოსანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების, აგრეთვე ხეხილის, წითელი და თეთრი ვაზის დაზღვევას შესთავაზებს. აგროდაზღვევის შეძენა ფერმერებს თიბისი ბანკის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონალურ ფილიალებში შეეძლებათ. თანადაფინანსება დაზღვევის ფარგლებში შემდეგია: · ვაზის დაზღვევის თანადაფინანსება 50%, · ყველა სხვა კულტურის 70%. დაზღვეული მოსავალი დაცული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორებიც არის : სეტყვა, ქარიშხალი, ჭარბი ნალექი და საშემოდგომო ყინვა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ანხორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და მათთვის არსებული და შესაძლო რისკების შემცირებას. თიბისი დაზღვევა ფერმერებს მათთვის მორგებულ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)