|
2018-04-23 17:01:09, 921 ნახვა
რეგიონი
აჭარა 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „KITF 2018“ წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა. საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყაზახეთში 2000 წლიდან იმართება და მასში ტურისტული კომპანიები/ორგანიზაციები 63 ქვეყნიდან ღებულობენ მონაწილეობას. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა იანვრიდან დღემდე 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია აჭარას რეკლამირება. მათ შორის ვილნიუსის, ბერლინის, მადრიდის, ტალინის, თელ-ავივის, ჰელსინკის, სტამბოლისა და პეკინის ტურისტულ გამოფენებზე. „მსგავს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს უშუალოდ პოტენციურ ტურისტებს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ და ამასთანავე, საქმიანი შეხევდრები გავმართოთ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული/სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მთელ მსოფლიოში ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია თუ კომპანია მსგავს გამოფენებზეა წარმოდგენილი, რაც ძალიან კარგი საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ მიმდინარე წელს, რეგიონს ჯამში 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გავუწევთ პოპუალრიზაციას, რაც 16 სამიზნე ქვეყანაში აქტიურ სარეკლამო კამპანიებთან ერთად აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს და რეგიონში გაიზრდება ტურისტების რაოდენობა“, განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსმა ნინო ხახუბიამ.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)