|
2018-04-23 13:52:23, 1571 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვეტერინარები ლაბორატორიაში ვიზიტით იმყოფებიან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში ვიზიტით იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვეტერინარი სპეციალისტები. ვიზიტის მიზანია ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება დაავადების გადამტანი ცხოველების გამოვლენისა და დიაგნოსტიკის სფეროში. მიმდინარეობს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შენარჩუნებისათვის დაავადების ადრეულ და სწრაფ გამოვლენას მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით. 30 კაციანი შემადგენლობის დელეგაციის წევრებმა ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ადგილზე დაათვალიერეს. შეხვედრის დროს მათ საშუალება ჰქონდათ ლაბორატორიის შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა, სხვადასხვა აპარატურისა და მეთოდების ვალიდაცია-ვერიფიკაციის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის მიღება. ასევე, დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება. მათ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტებისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიაში დანერგილ და საერთაშორისოდ აკრედიტირებულ კვლევის მეთოდებზე, ასევე, ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის სისტემაზე.
(NS)
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)