|
2018-04-20 13:40:45, 1479 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სლოვენიის სატყეო სამსახურის ტყის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრობენ
ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს სლოვენიის სატყეო სამსახურის ტყის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრობენ. საქართველო მიმდინარე წელს იწყებს ტყის ეროვნული დონის ინვენტარიზაციას, რაც აქამდე ქვეყანაში არ განხორციელებულა. ინვენტარიზაცია 2019 წელს დასრულდება და საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი მონაცემები ქვეყნის ტყეების მდგომარეობის შესახებ, რაც ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვისა და ტყესთან დაკავშრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს და ამავდროულად ხელს შეუწყობს საერთაშრისო ანგარიშგებას. ქვეყნის ტყეების შესახებ განახლებული მონაცემები იძლევა ტყითსარგებლობისა და ტყის მართვის უკეთ დაგეგმვის საშუალებას და ტყის მდგრადად მართვის შესაძლებლობას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე ტყის რესურსებზე მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მხრივ. სლოვენია ბუნებრივი ტყეების მართვის საუკეთესო პრაქტიკით გამოირჩევა, განსაკუთრებით ტყის ინვენტარიზაციის, საინფორმაციო სისტემებისა და დაგეგმვის მიმართულებით. შეხვედრაზე ტყის ინვენტარიზაციის, ტყითსარგებლობის დაგეგმვის, ტყის შესახებ მონაცემთა მოგროვებისა და მართვის საკითხები განიხილეს. შეხვედრა გერმანიის საერთაშორიოს თანამშრომლობის საზოგადოების GIZ მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)