|
2018-04-20 13:30:03, 1483 ნახვა
საზოგადოება
კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს
თბილისის მერი კახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას დედაქალაქის გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს. დედაქალაქის მერი მარჯანიშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც „გარდენიას“ დამფუძნებელი, ზურაბ შევარდნაძე მოედნის გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს. „მარჯანიშვილის მოედანზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმე, რაც კონკრეტულად აქ კეთდება. ყველამ კარგად იცით „გარდენია“, რომელიც გამწვანებით სამუშაოებს ახორციელებს. ეს ერთი ადამიანის კეთილი საქმეა და მისი ხელმძღვანელი, ქალაქს ამ საჩუქარს უკეთებს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ვთხოვო, როგორც საახალწლო განათებების შემთხვევაში დაეხმარნენ ქალაქს, ისე გამწვანებით სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა - ერთად მოვუაროთ და გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი გამოგვეხმაურება, გამწვანებით სამუშაოებში ჩაერთვებიან და შევძლებთ, რომ დედაქალაქის არსებული იერსახე შევცვალოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კალაძე იმედოვნებს, რომ გამწვანების სამუშაოებში მოსახლეობისა და ბიზნესის აქტიური ჩართულობა იქნება, რადგან მისი თქმით, საზოგადოებაში, ქალაქში მიმდინარე პროექტებში მონაწილეობის სურვილი დიდია. „ვიცით, რომ ქალაქში ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ მათ გამოსწორებასა და რეალობის შეცვლას ერთობლივი ძალებით შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მოსახლეობასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გამწვანების სამუშაოებში ჩართვისკენ თავად ზურაბ შევარდნაძემაც მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ მიმართულებას საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვება.
(NS)
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)