|
2018-04-19 18:11:52, 2296 ნახვა
ეკონომიკა
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს „ექსონ-მობილის" დელეგაცია ესტუმრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში" ამერიკულ კომპანია „ექსონ-მობილთან" გაიმართა შეხვედრა. უმსხვილესმა ამერიკულმა ნავთობკომპანიამ საქართველოს ნახშირწყალბადების განვითარების პერსპექტივით დაინტერესება გამოთქვა. ქართულმა მხარემ, მასალის გაცნობის მიზნით, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს გააცნო თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების პერსპექტივებზე საქართველოში არსებულ სალიცენზიო ფართობებზე. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება. ამ დღეების განმავლობაში „ექსონ-მობილის" წარმომადგენლები ქართველ სპეციალისტებთან ერთად უკეთ გაეცნობიან არსებულ გეოლოგიურ და გეოფიზიკურ მონაცემებს და ერთობლივად დასახავენ სამომავლო პერსპექტივებს. კომპანია „ექსონ-მობილი" 1999 წლის ბოლოს დაარსდა აშშ-ში, ტეხასის შტატში. მისი სათავო ოფისი ქალაქ ირვინშია. „ექსონ-მობილი" ორი დიდი კომპანიის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა. ეს გახლავთ 1973 წელს დაარსებული ამერიკული „ექსონი" და 1911 წელს დაარსებული ამერიკული „მობილი". კომპანია ნავთობისა და გაზის მოპოვებასა და მიწოდებას ახორციელებს. 2016 წელს „ექსონ-მობილს" მსოფლიოს ტოპ-10 მაღალშემოსავლიან კომპანიებს შორის მე-6 ადგილი ეკავა და მისი კაპიტალი 246 მილიარდ დოლარს შეადგენდა. დასაქმებული ჰყავს 80 ათასამდე ადამიანი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)