|
2018-04-19 16:08:32, 1683 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი პეტრიწის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. საბურთალოს რაიონში, პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში ახორციელებს. „პეტრიწის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ, სადაც კომუნიკაციები მთლიანად გამოიცვლება, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდება. პროექტზე ჩვენთან ერთად, კომპანია „ჯი-ვი-პი“ მუშაობს. მოწესრიგდება გზის საფარი, ასევე, გზაგამყოფი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და პარკინგისთვის გამოიყენებოდა. შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ჩვენ ასევე, ბარათაშვილის აღმართის სრულ რეაბილიტაციას ვაპირებთ. მალე დავიწყებთ ვაშლიჯვრის გადასასვლელი ესტაკადის მშენებლობასაც. ასევე, დაგეგმილი გვაქვს კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის მიხედვით, პეტრიწის ქუჩაზე ასფალტობეტონის საფარი, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. პროექტი საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას - წყალარინების ახალი ქსელისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 968 633.46 ლარია. სამუშაოებს შპს „ენ სი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 აპრილს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. პეტრიწის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
(NS)
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)