19:46 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 14:37:55, 1870 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რაიონის სამ მისამართზე სკვერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი სკვერი ამ დროისთვის, კუს ტბის ტერიტორიაზე ეწყობა. 

გარდა ამისა, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია ვაჟა-ფშაველას I კვარტალში და ნუცუბიძის III მ/რ-ში, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში მიმდინარეობს.   

გეგმის თანახმად, სკვერები გამწვანდება და განათდება. სამივე მისამართზე ასევე, სრულად განახლდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში კი, უკვე მოეწყო ახალი ფიტნეს ზონა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი განთავსდა.       

სკვერების რეაბილიტაციის პროექტები ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით შემუშავდა, მის ტექნიკურ განხორციელებას კი, შპს „ინტერტექნოლოგი“ უზრუნველყოფს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან გიორგი ბირბიჩაძესთან და გიორგი მუსხელიშვილთან ერთად გაეცნო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics