|
2018-04-19 10:32:08, 1694 ნახვა
საზოგადოება
თბილისს ორი სპორტული ცენტრი შეემატება
დედაქალაქს ორი სპორტული ცენტრი შეემატება. თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ ვაზისუბანსა და ლილოს დასახლებაში ახლადაშენებული სპორტული ცენტრები დაათვალიერეს. მერიის ინფორმაციით, ვაზისუბნის სარაგბო კომპლექსი 12 306 კვადრატულ მეტრს იკავებს და მოიცავს ხელოვნურ საფარიან მოედანს, 500-ადგილიან ტრიბუნას, ადმინისტრაციულ შენობას და საშხაპეებს. ცენტრი 700 ადამიანს მოემსახურება. ტანვარჯიშის დარბაზის მშენებლობა დასრულებულია ლილოს დასახლებაშიც. დარბაზი 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს და 400-მდე ადამიანზეა გათვლილი. სპორტულ ცენტრში მხატვრული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ბატუტის სპორტული სექციები ამოქმედდება. დასახლებაში, ასევე, მოეწყო ფიტნეს დარბაზი. “დასრულებულია სარაგბო მოედანი. აქ პირველად დაიყარა ქართული კაუჩუკი, რომელიც ძალიან ხარისხიანია. დავათვალიერეთ, ასევე, ტანვარჯიშის დარბაზი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ჩვენ გავაგრძელებთ სპორტული კომპლექსების მშენებლობას სხვადასხვა რაიონში, რაც წლიური გეგმითაა გათვალისწინებული”, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. გარდა ზემოთხსენებული ორი ცენტრისა, დედაქალაქში მიმდინარეობს ნაძალადევის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. წელსვე დაიწყება კიდევ ერთი სპორტული დარბაზის და ორი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა. სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას.
(NS)
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)