|
2018-04-17 13:58:25, 1525 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა და IAEA გენდირექტორმა საქართველოში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს იუკია ამანოს შეხვდა, სადაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების გაუმჯობესება და რადიაციის მავნე ზეგავლენისგან ადამიანისა და გარემოს დაცვა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის იუკია ამანოს ვიზიტი საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით რეფორმირების მხარდაჭერის დადასტურებაა. როგორც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სააგენტოს მიერ გაწეული დახმარება მოიცავს, როგორც ფინანსურ, ისე ექსპერტული ცოდნით მხარდაჭერას, რაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას უზრუნველყოფს. „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი დადასტურებაა იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ატომური, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით. 2016 წელს ჩამოყალიბდა საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც ახორციელებს მთავრობის მიერ დამტკიცებულ 15 წლიან სტრატეგიას და ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი შედეგები არსებული ნარჩენების მოვლის და გადამუშავების თვალსაზრისით, თუმცა მომავალშიც არა ერთი ამოცანა გაქვს, რომელშიც ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სააგენტოს დახმარება მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საქმეთა რწმუნებული მაკა ბოჭორიშვილი.
(NS)
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)