|
2018-04-16 14:07:39, 1513 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ნატო-ს დღეები იწყება
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეთერმეტედ, ნატოს დღეები აღინიშნება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ განაცხადა, ნატოს დღეების ფარგლებში სხვადასხვა შემეცნებითი/გასართობი ღონისძიება გაიმართება, რომლის მიზანიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებაა. „ნატოს დღეები ჩვენი ცენტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის მიზანიცაა კიდევ ერთხელ გავხადოთ თვალსაჩინო, თუ რატომაა მნიშვნელოვანი საქართველოს გაწევრება ნატოში. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა და მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მივაწოდოთ მათ განახლებული ინფორმაცია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზეც“, - აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ. ნატოს დღეების ფარგლებში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართება, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები. ასევე, დაგეგმილია ლექცია-სემინარები და კონკურსები ნატოს თემაზე, ჩატარდება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პედაგოგებისთვის დაგეგმილია სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“. ნატოს დღეების ფარგლებში ჩატარდება რაგბის ტურნირი-„დადე ლელო ნატოსთან ერთად“, განხორციელდება ტრადიციული პროექტი მედიის წარმომადგენლებისთვის-„ერთი დღე ჯარში“. მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით. კერძოდ, ქვეყნის 8 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები. ნატოს დღეები 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები წელს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან (ნატოს საკონტაქტო საელჩო) თანამშრომლობით იმართება.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)