|
2018-04-16 13:18:31, 1525 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: მთავრობამ მნიშვნელოვნად დააჩქარა კაპიტალური ხარჯები ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით
გასულ და მიმდინარე წელს, დაიწყო ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა მამუკაბახტაძემ განაცხადა. ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად დააჩქარა კაპიტალური ხარჯები ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით. „გასულ და მიმდინარე წელს, დაიწყო ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, მათ შორისაა, რიკოთის მონაკვეთის ოთხივე სექცია, სამხრეთის მაგისტრალი რუსთავიდან აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრების მიმართულებით, საქართველოსთვის უპრეცედენტო სირთულის ხელოვნური ნაგებობები და გვირაბების მშენებლობა ნატახტარი-ყაზბეგის და ქუთაისი-მესტიის მიმართულებით. სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამამ და ჩვენმა წარმატებულმა ფისკალურმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ყველა მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტზე უკვე მოძიებულია დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ერთ წელიწადში შემცირდა ფისკალური დეფიციტი 3 პროცენტზე ქვევით. ''ეს არის ნიშნული, რომელიც არის ჯანსაღი, რომელიც მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი ქვეყანაში არის სტაბილური მაკროეკონომიკური ატმოსფეროს გარანტი," - აღნიშნა ბახტაძემ. „მადლობას ვუხდი ასევე ჩვენი ეკონომიკური პროფილის სამინისტროების შესაბამის უწყებებს და ეროვნულ ბანკს იმ ძალიან მნიშვნელოვანი შრომისთვის, რაც იქნა გაწეული. ჩვენი და ძალიან ბევრი ექსპერტის შეფასებით, ის პროგრამა, რაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასე აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში," - განაცხადა ბახტაძემ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებები გააკეთეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)