|
2018-04-14 18:43:35, 1881 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. დედაენის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში, 12:00 საათიდან იმართება. „დღეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. დედაენის ბაღში ძალიან სასიამოვნო გარემოა, სადაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან მოსული. გამომცემლობებს წარმოდგენილი აქვთ თავიანთი წიგნები ქართული ანბანის შესახებ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს დამწერლობას. საღამოს, დავით ევგენიძის ძალიან საინტერესო კონცერტი დაასრულებს”, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაენის ბაღში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. პარალელურად, გაიმართა რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია, რომელთა ავტორებმა საკუთარი წიგნებიდან ამონარიდები წაიკითხეს. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი ხელით ქართული ანბანი დაემზადებინა და 1920 წელს გამოცემული დედაენა მოეხატა. დედაენის ძეგლთან ასევე, გაიმართა ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსი. ბაღში, იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან „დედა ენის“ სტამბური კლიშეები და ამავე სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები განთავსდა. წარმოდგენილი იყო ასევე, „დედა ენის“ შესახებ რეცენზიები და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“.
(NS)
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)