|
2018-04-14 11:06:39, 1366 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე თბილისის საკრებულოში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. დედაქალაქის საკრებულოში შეკრებილ სტუმრებს თბილისის მერმა სახელმწიფო ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ქართული ენა, ქართული დამწერლობა, ქართული ანბანი ეს არის არა მარტო ჩვენი, არამედ კაცობრიობის საუნჯე და მემკვიდრეობა. ქართული ენის დაცვა-შენარჩუნება იყო და არის ჩვენი ერის საუკუნოვანი, მარადიული მისია. ენას იცავდა და ემსახურებოდა ყველა, ვინც მომხვდურს წიგნს უმალავდა, ვინც ხელნაწერებს ამრავლებდა, ვინც ქართულ საგანმანათლებლო კერებს ქმნიდა და ქართული ენით მიმართავდა მტერს თუ მოყვარეს, შინ თუ გარეთ. ენას იცავდა და ემსახურებოდა ყველა, ვინც მომხვდურს წიგნს უმალავდა, ვინც ხელნაწერებს ამრავლებდა, ვინც ქართულ საგანმანათლებლო კერებს ქმნიდა და ქართული ენით მიმართავდა მტერს თუ მოყვარეს, შინ თუ გარეთ. ჩვენი ენა იმდენად მდიდარია, იმდენაც ცოცხალი და მუდამ თანამედროვეა, რომ საუკუნეების მანძილზე ერგებოდა დროს, რეალობას და ეპოქის გამოწვევებს. ეს უწყვეტი ციკლია და დღეს ჩვენ, ჩვენი თაობა ვალდებული ვართ, დავიცვათ ენა, დამწერლობა და საკადრისი, კუთვნილი ადგილი დავუმკვიდროთ მას ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ თბილისის მასშტაბით მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ობიექტის აბრებზე დასახელებები ქართულად იყოს მოცემული, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებას საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მე შემიძლია ჩამოვთვალო მთელი რიგი კონკრეტული ქუჩები, სადაც ქართული ანბანის გარდა, შესაძლოა, ყველა ენაზე შევხვედროდით წარწერებს, რაც მიუღებელია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ენას, ჩვენს ანბანს, რომელიც ერთ-ერთი უძველესია. ჩვენ კანონითაც გავამყარეთ ეს ყველაფერი, ჯარიმებიც გაიზარდა და ზედამხედველობის სამსახური აქტიურად მუშაობს ქალაქში იმისთვის, რომ ქართული ანბანის გამოყენება ყოველთვის კანონის შესაბამისად იყოს დაცული“ - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიებაზე სამი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის პირადი საარქივო მასალა, ასევე, 10 სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი და ამჟამად გაციფრებული შრიფტები გამოიფინა. ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლებისა და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს დეპუტატები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)