|
2018-04-13 15:00:21, 1466 ნახვა
საზოგადოება
ჩეხეთისა და საქართველოს კარიტასის ფონდის წარმომადგენლები N192-ე ბაღში ინკლუზიური განათლების პროექტს გაეცნენ
თბილისის N192 ბაგა-ბაღს ჩეხეთისა და საქართველოს კარიტასის ფონდების წარმომადგენლები, ტომას დურანა და რუსუდან ჩხუბიანიშვილი ეწვივნენ. სტუმრები ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროექტის - „გარდამავალი ჯგუფის“ მუშაობას გაეცნენ, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სწორედ აღნიშნულ საბავშვო ბაღში ხორციელდება. მათ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ უმასპინძლა და პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა. „ამ მასშტაბის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების აღსაზრდელებისათვის, არამედ იმ სპეციალური მიმართულების პედაგოგებისთვისაც, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა ბავშვების სოციალურ ინტეგრაციაზე,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. „გარდამავალი ჯგუფი“ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის 2016 წელს, N192-ე ბაგა-ბაღის ბაზაზე გაიხსნა. ჩეხეთის კარიტასის ფონდის დაფინანსებითა და ორგანიზებით, თბილისის გარდა, ასეთი ჯგუფები ფუნქციონირებს ზუგდიდსა და თელავში. პროექტის მიზანია იმ აღსაზრდელების დახმარება, რომლებსაც ბაღთან ადაპტაციის, ჯგუფში მიმდინარე აქტივობებში ჩართვის სიძნელე ან რთული ქცევა აქვთ. „გარდამავალი ჯგუფი“ ეხმარება ბავშვებს ასაკის შესაბამის ჯგუფებში უმტკივნეულოდ გადასვლაში. ჯგუფი აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, რესურსით და მას ემსახურება სპეციალურად ამ პროექტისათვის გადამზადებული 4 სპეციალური პედაგოგი. შეხვედრაზე, ასევე, იმყოფებოდა ცნობილი ჩეხი ჟურნალისტი პეტრას პროხასკოვა, რომელიც საქართველოში კარიტასის ფონდის საქმიანობას ეცნობა, ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ირაკლი თურმანიძე და ადრეული განათლების სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი თამარ უჩანეიშვილი.
(NS)
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)