|
2018-04-13 14:51:15, 1660 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის დელეგაცია საქართველოს ივნისში ესტუმრება
ჩინეთი და საქართველო სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების დასრულების მიზნით ივნისში ჩინეთის დელეგაცია ესტუმრება, - აღნიშნულ შეთანხმებას მიაღწიეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპინმა. შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე. ჩინეთის მინისტრის განცხადებით, ივნისში საქართველოში დელეგაცია ჩინეთიდან შეხვედრებს გამართავს ქართული მხარის წარმომადგენლებთან და მოამზადებს წინადადებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)