|
2018-04-12 23:27:57, 1677 ნახვა
ეკონომიკა
მერაბ ჯანიაშვილი: ქვეყანაში ძნელია ისეთი სოცჯგუფის მოძებნა, ვინც მეტ-ნაკლებად კმაყოფილია საბანკო სექტორთან თანამშრომლობით
ქვეყანაში ძალიან ძნელია ისეთი სოციალური ჯგუფის მოძებნა ვინც მეტ-ნაკლებად კმაყოფილია საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, - განაცხადა პირველი არხის ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად." მისი თქმით, თუ შევხედავთ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს, ქვეყანაში ბიზნესის განვითრების პრობლემად ფინანსურ რესურსზე ხელმიუწვდომლობა სახელდება. „ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან მომგებიანი საბანკო სექტორი და მეორე მხრივ, გვაქვს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ეს პარადოქსია, როდესაც ყველაზე წარმატებულ სექტორად ითვლება ის სექტორი, რომელმაც უნდა დააფინანსოს ეკონომიკა. რეალურად კი საბანკო სფეროს შემოსავლების მხოლოდ 20% მოდის ბიზნესზე. დანარჩენები არის სამომხმარებლო სესხები, იპოთეკური სესხები ანუ ბანკი, როდესაც გასცემს განვადებას, მაგალითად, ტექნიკის შესაძენად, რომელიც სხვა ქვეყანაშია ნაწარმოები, რეალურად ის აკრედიტებს სხვა ქვეყნის ეკონომიკას. ჩვენ საბანკო სექტორისგან სარგებელი რომ მივიღოთ, მათ უნდა დააკრედიტონ საქართველოს ეკონომიკა. დღეს, საბანკო სექტორში იმდენად მანკიერი სიტუაციაა შექმნილი, რომ ბანკებს ხშირად ბიზნესის დაკრედიტებას ურჩევინათ საკუთარი ბიზნესი გახსნან იმიტომ, რომ აქვთ ამის საშუალება. მაგალითად, რატომ უნდა დააკრედიტოს ბანკმა სამშენებლო სფერო, როდესაც საკუთარი კომპანია აქვს? ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ საბანკო სექტორის წარმატებულობაზე, უნდა შევაფასოთ მომსახურების ხარისხი, რამდენად კმაყოფილები არიან კლიენტები ბანკის მომსახურებით. კლიენტები უკმაყოფილოები არიან საბანკო სექტორის მომსახურებით, მაგრამ საბანკო სექტორი გადის მაღალ მოგებაზე იმიტომ, რომ ბანკი გასცემს მოკლევადიან სესხებს, რომელიც არის მაღალპროცენტიანი და არის უფრო შემოსავლიანი. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში ხელს უწყობს საბანკო სექტორს, რათა მიაწოდოს იაფი, გრძელვადიანი ფულადი რესურსი. ამისთვის ეროვნულმა ბანკმაც გაზარდა დაკრედიტება, ფინანსთა სამინისტრომაც გადაიტანა დეპოზიტები საბანკო სექტორებში, მაგრამ ისინი ამ თანხას იღებენ და ან სასესხო ობლიგაციებს ყიდულობენ, ბიუჯეტს ასესხებენ თანხას ან მოსახლეობას აკრედიტებენ, რაც ჩვენ ეკონომიკას სარგებელს არ აძლევს,“ - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)