|
2018-04-12 15:46:12, 1670 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე თელ-ავივის მერს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, თელ-ავივის მერს, რონ ჰულდაის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისსა და თელ-ავივს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ხაზი გაესვა, თელ-ავივის, როგორც მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარების მხრივ, ინოვაციური ქალაქის როლს. თბილისის მერმა რონ ჰულდაის თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თელ-ავივის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული კუთხით არსებული გამოცდილება თბილისის მუნიციპალიტეტს გაუზიაროს. შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და საინვესტიციო მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. „თელ-ავივის მერთან ძალიან საინტერესო, მეგობრული შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის დონეზე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება შევძლოთ. თელ-ავივი ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, მათი გამოცდილების გაზიარების დახმარებას დაგვპირდნენ. მომდევნო თვეების განმავლობაში კი, სპეციალური ჯგუფების შეხვედრა შედგება და ამ ტექნოლოგიებს დედაქალაქის მართვაში აუცილებლად გამოვიყენებთ. პირადად ჩემთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის მართვასა და განვითარებაში, დედაქალაქის მოსახლეობა მაქსიმალურად ჩავრთოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ქალაქ თელ-ავივის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, პაატა კალანდაძე დაესწრო. შეხვედრის დაწყებამდე, კახა კალაძემ ისრაელის პოლიტიკური მოღვაწის, იცხაკ რაბინის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
(NS)
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)