17:03 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 12:54:25, 1793 ნახვა

საზოგადოება
ქაშვეთის ეკლესიაში ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს (ვიდეო)

ქაშვეთის ეკლესიაში ცნობილი ქართველი მსახიობის ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

მსახიობის ოჯახის წევრებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ.

მომღერალ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის თქმით, ლეილა აბაშიძე გენიალური მსახიობი იყო და მისი შემოქმედება მუდამ დარჩება ქართულ კინო ისტორიაში.

„ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებმა ინტერვიუს თაობაზე დამირეკეს და მე მათ ასეთი რამ ვუთხარი, საქართველოში მხოლოდ მაშინ ახსენდები, როცა კვდები“, - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

ქაშვეთის ეკლესიაში ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის სხვა წევრებს ელოდებიან.

ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, ლეილა აბაშიძე 8 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც 14 თებერვალს ხეჩინაშვილის კლინიკაში მოათავსეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics