|
2018-04-11 20:25:05, 1639 ნახვა
საზოგადოება
IDFI - აფხაზი და ოსი პაციენტებისთვის 2014-2017 წლებში 16,935,074.81 ლარი დაიხარჯა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, 2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 16,935,074.81 ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო. „2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650). 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა. 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო ტრანსპორტირებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა. 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650). შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა (აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ“, - ნათქვამია IDFI-ს ინფორმაციაში.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)